თავისუფალი დემოკრატები

თავისუფალი დემოკრატები პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობენ

თავისუფალი დემოკრატები ხელისუფლების მიერ თანაპარტიელების პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობენ. პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსის თამარ კეკენაძის ინფორმაციით, გუშინ, 21 მაისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი დაკავებული თანამდებობიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს. კეკენაძის თქმით, გურიის ახალმა გუბერნატორმა - გია სალუქვაძემ რეგიონის განვითარება პოლიტიკური დასუფთავებით დაიწყო. საპარლამენტო ოპოზიციის ინფორმაცით, მსგავსი შემთხვევები მოხდა ხელვაჩაურისა და ახალციხის საკრებულოშიც. პარტია ამ შემთხვევებს რეგიონებში თავისუფალი დემოკრატების საქმიანობის გააქტიურებას უკავშირებს. თავისუფალი დემოკრატები სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ.  

პოლიტკური ნიშნით გათავისუფლებაზე და ამ პროცესში გურიის გუბერნატორის სავარაუდო მონაწილეობაზე საუბრობს თავად გათავისუფლებული ვახტანგ ზენაიშვილი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე კი, მისი მოადგილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს. მისი თქმით, მოადგილის გათავისუფლების საშუალებას კანონი აძლევს.

გია სალუქვაძე, რომელიც თანამდებობაზე დანიშვნამდე რეგიონებში ნაციონალური მოძრაობის შესახებ ფილმის ჩვენების ორგანიზატორი იყო, გურიის გუბერნატორი 11 მაისს გახდა. 

კომენტარები