რიგის სამიტის დეკლარაცია

დეკლარაცია: საჭიროა 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების სრული შესრულება

Reuters

რიგის სამიტის დეკლარაციაში რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საჭიროებაზეა საუბარი. დოკუმენტში სამიტის მონაწილეები კვლავ ხაზს უსვამენ, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად იმპლემენტაციის საჭიროებას.

"სამიტის მონაწილეები ხაზს უსვამენ რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საჭიროებას საერთაშორისო კანონმდებლობისა და პრინციპების შესაბამისად. კონფლიქტის მოგვარება, ნდობის ამაღლება და კარგი მეზობლური ურთიერთობები არსებითია ეკონომიკური და სოციალური განვითარებისა და თანამშრომლობისთვის. სამიტის მონაწილეები მიესალმებიან ევროკავშირის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს სტაბილურობისა და ნდობის აღდგენას და ხაზს უსვამენ ევროკავშირის უფრო მეტი ჩართულობის საჭიროებას. მიესალმებიან ევროკავშირის როლის გაძლიერებას კონფლიქტის მოგვარებაში. ისინი ხაზს უსვამენ 5+2 ფორმატის მოლაპარაკებების ინტენსიფიკაციას ტრანსნიტრიის კონფლიქტში და კიშინიოვ-ტირასპოლის დიალოგის გაძლიერებას ყველა ფორმატში. კვლავ მოუწოდებენ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად იმპლემენტაციის საჭიროებას. მონაწილეები ხაზს უსვამენ ეუთოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში კონფლიქტის გადაჭრაში. სამიტის მონაწილეები ასევე თანხმდებიან თანამშრომლობის ინტენსიფიკაციაზე ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის", - წერია დეკლარაციაში.

კომენტარები