თბილისის მერია

საკრებულოში თბილისის მერის 5 ახალი მრჩევლის დანიშვნის საკითხი ჩავარდა

timer.ge

თბილისის საკრებულოს სხდომაზე მერის ხუთი ახალი მრჩევლის დანიშვნის საკითხი ჩავარდა. საკითხს მხარი 22-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორმა თავი შეიკავა, 12 კი წინააღმდეგი იყო. კვორუმისთვის 26 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უარყოფითად შეაფასეს დავით ნარმანიას დღევანდელი განცხადება, რომ მერის გადასაწყვეტია, რამდენი მრჩეველი ეყოლება.

ნარმანია ამბობდა, რომ "თბილისის მერია არის დიდი უწყება და რაში სჭირდება მრჩევლები, ეს იცის მერმა. არავის საქმე არ არის, რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს და ვის დანიშნავს მრჩევლად, ეს არის მერიის დისკრეციული უფლებამოსილება. და იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კიდეც მერიის სისტემაში და გააგრძელებენ მუშაობას. უბრალოდ, ჩემი დაქვემდებარების ქვეშ იქნებიან".

კომენტარები