გეი-ქორწინება

ირლანდიაში რეფერენდუმზე გეი-ქორწინების ლეგალიზაციის საკითხი გადაწყდება

southpaw2305 / flickr

ირლანდიაში რეფერენდუმი მიმდინარეობს, რომელმაც გეი-ქორწინების ლეგალიზაციის საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

ირლანდია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ეს საკითხი საყოველთაო სახალხო კენჭისყრაზე გამოიტანა. 3 მილიონზე მეტმა მოქალაქემ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, თანახმა არიან თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინებას დაუშვებს.

სოციოლოგიური გამოკითხვებმა აჩვენა, რომ გეი-ქორწინების ლეგალიზებას მოქალაქეთა 60 პროცენტამდე ემხრობა. ამ გადაწყვეტილებას მხარს ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია უჭერს. ირლანდიაში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია 1993 წელს მოხდა.

ერთსქესიანთა ქორწინება დღეისთვის მსოფლიოს 17 ქვეყანაში, ასევე შეერთებული შტატების ზოგიერთ შტატში არის ნებადართული.

კომენტარები