რიგის სამიტის დეკლარაცია

რუსეთი რიგის სამიტზე: ევროკავშირმა ხალხის თავისუფალ არჩევანს პატივი უნდა სცეს

armenianow.com

ახალი სამიტი, ძველი სიმღერა - ასე აფასებს ოფიციალური რუსეთი რიგის სამიტის შედეგებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საბოლოო დეკლარაციაში ახალი არაფერია და მასში მხოლოდ ის ღირებულებებია დადასტურებული, რაც ვილნიუსის სამიტზე მიიღეს. 

რუსეთის საგარეო უწყება აღმოსავლეთ პარტნიორობას იდეოლოგიზირებულ გეოპოლიტიკურ პროექტს უწოდებს. ოფიციალური მოსკოვსი განცხადებით, ამ პროექტის რეალიზებაზე ნეგატიურ ზეგავლენას ევროკავშირის წევრი ანტირუსული განწყობის მქონე ქვეყნები ახდენენ.

"ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი არაადეკვატური პოზიცია ყირიმის თაობაზე", - ნათქვამია განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ხალხის თავისუფალი არჩევანის პატივისცემა უნდა ისწავლონ და თავი უნდა დაანებონ სპეკულაციებს.

შეგახსენებთ, რომ რიგის სამიტის დეკლარაციაში სამიტის მონაწილე ქვეყნები საქართველოსა და უკრაინას ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის დასრულებისკენ მოუწოდებენ და თავის მხრივ, მხარს უჭერენ კომისიის მზადყოფნას, დაეხმაროს აღნიშნულ ქვეყნებს პროცესის წარმატებით დასრულებაში. ევროკომისიის დასკვნა საქართველოსა და უკრაინის მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით 15 დეკემბერს გახდება ცნობილი.

 

კომენტარები