საქართველო - NATO

საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა ნატოს შტაბბინაში ვიზიტი დაასრულა

reportiori.ge

გენერალური შტაბის უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა. NATO-ს შტაბბინაში ალიანსის სამხედრო კომიტეტის შეხვედრები გაიმართა.

კაპანაძემ შეხვედრის მონაწილეებს რეგიონის უსაფრთხოების გარემო და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა გააცნო. ის ურთიერთთავსებადობის პლატფორმის ფორმატში NATO-ს სამხედრო კომიტეტის პირველ შეხვედრასა და ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში გამართულ NATO-ს სამხედრო კომიტეტის მე-6 სხდომას დაესწრო. კაპანაძე ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილესა და უკრაინელ და ბრიტანელ კოლეგებსაც შეხვდა.

"არის გარკვეული დადებითი ძვრები, თუმცა ეს მოითხოვს დამატებით ძალისხმევას. აღნიშნულ მიმართულებაზე მუშაობაა საჭირო და მოუწოდეს NATO-ს წევრ ქვეყნებს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ ავღანეთის ოპერაციაში. ჩვენ დამატებითი მოხსენება წარმოვადგინეთ, რომელიც იმ ნაბიჯებს შეეხებოდა, რაც საქართველომ NATO-თან მიმართებაში გადადგა", - განაცხადა კაპანაძემ.

კომენტარები