პოლონეთი

წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლონეთის პრეზიდენტზე თავდასხმა სცადეს

Kacper Pempel / Reuters

ქალაქ ტორუნში გამართული წინასაარჩევნო კამპანიის დროს 34 წლის მამაკაცმა პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკიზე თავდასხმა სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. 

მამაკაცმა კომოროვსკიზე თავდასხმა მაშინ სცადა, როდესაც ის ცენტრალურ მოედანზე მანქანიდან გადმოდიოდა. პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის დაკავება მოახერხეს. 

პოლიციის ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცი ადგილობრივ კომისარიატში იმყოფება. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები