აშშ-ის სენატი

აშშ-ის სენატმა სპეცსამსახურების საქმიანობის შემზღუდველი კანონპროექტი დაბლოკა

აშშ-ს სენატმა კანონპროექტი დაბლოკა, რომელიც ამერიკის სპეცსამსახურების საქმიანობის შეზღუდვას ითვალისწინებდა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მოქალაქეების სატელეფონო საუბრების თვითნებურად მიყურადება აეკრძალებოდათ.

კანონპროექტის მისაღებად 100–დან 60 ხმა იყო საჭირო, თუმცა დოკუმენტს მხარი მხოლოდ 57 სენატორმა დაუჭირა.

კონგრესის ზედა პალატა კანონპროექტის განხილვას 31 მაისს დაუბრუნდება, რადგან მოქმედ კანონს მოქმედების ვადა 1 ივნისს ეწურება.

კომენტარები