26 მაისი

ხიდაშელი: 26 მაისს ქართველებთან ერთად ამერიკელი ჯარისკაცებიც მოგვილოცავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართველ ჯარისკაცებთან ერთად თბილისის მთავარი მოედნიდან ამერიკელი ჯარისკაცებიც მოგვილოცავენ - ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გააკეთა.

ხიდაშელის თქმით, ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობის წარმატების საუკეთესო მაგალითი სწორედ ეს მოვლენა იქნება.

"გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობის წარმატებაზე და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ამ თანამშრომლობის, რომელსაც მთელი საართველო იხილავს 26 მაისს, იქნება ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენი ქვეყნის მთავარ მოედანზე იქნებიან წარმოდგენილნი", - განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები