პოლონეთი

ეგზიტპოლის მიხედვით, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ხდება

nto.pl

ეგზიტპოლების თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი, ანდჟეი დუდა იმარჯვებს. გაზეტა ვიბორჩას მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, დუდამ ამომრჩეველთა ხმების 53 პროცენტი მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ - 47 პროცენტი. არჩევნებზე გამოცხადების მაჩვენებელმა  56,1% შეადგინა.

ანდჟეი დუდა ლეხ და იაროსლავ კაჩინსკების პარტია პრავო ი სპრავედლივოსტს (PiS) წარმოადგენს. ევროპარლამენტის წევრი, პროფესიით იურისტი, 43 წლის დუდა მანამდე იყო პოლონეთის სეიმის დეპუტატი, ასევე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროში. 

ბრონისლავ კომოროვსკიმ განაცხადა, რომ იგი ქვეყნის არჩევანს პატივს სცემს. მან ანდჟეი დუდას გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.

შემოდგომაზე პოლონეთში სეიმის არჩევნები გაიმართება, მთავრობას არჩვენებში გამარჯვებული პარტია დააკომპლექტებს.  

კომენტარები