26 მაისი

სერგეენკო: 26 მაისს, მსურველებს ჰეპატიტზე ტესტირებას ჩავუტარებთ

დავით სერგეენკო
ტაბულა

26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, ყველა მსურველს ჰეპატიტზე ტესტირება ჩაუტარდება. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, 26 მაისის ღონისძიებები თავისი შინაარსით დაახლოებით ისეთი იქნება, როგორც იყო შარშან და ყველა სამინისტრო იქნება წარმოდგენილი თავისი კუთხით. 

"რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, იქნება რამდენიმე აქტივობა, თუკი შარშან იყო კანის სიმსივნის სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა, წელს ეს იქნება ჰეპატიტზე ტესტირება და ნებისმიერ მსურველს გავუკეთებთ ამ ტესტებს. ასევე იქნება ექიმების კონსულტაციები", - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, 26 მაისს სამინისტრო გამართავს ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციას. 

კომენტარები