აბაშიძე-კარასინის ფორმატი

აბაშიძე: კარასინთან მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს გავმართავ

ზურაბ აბაშიძე

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

როგორც აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, გაფართოებული შემადგენლობით, ანუ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის მონაწილეობით შედგება. 

"მორიგი შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცი. შეიძლება, იყოს ივნისის ბოლოს, მაგრამ ეს ჯერ დაზუსტებული არ არის. რაც შეეხება ფორმატის გაფართოებას, ალბათ ასე მოხდება და დაემატება ეკონომიკის სამინისტროდან თითო წარმომადგენელი. როგორც იცით, აქამდე შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და ექსპერტი სავაჭრო ურთიერთობების საკითხებში", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

აღსანიშნავია, რომ გრიგორი კარასინი, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, სამხრეთ ოსეთთან ე. წ. ინტეგრაციის ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესში, პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.

კომენტარები