რეკლამა

Spotlight 2015 -ის გამარჯვებული დავით გოგიჩაიშვილი გახდა

სასტუმრო რედისონში Spotlight 2015 გაიმართა, რომლის გამარჯვებული სპიკერი დავით გოგიჩაიშვილი გახდა. ღონისძიებაში 14 სპიკერი მონაწილეობდა. ისინი ხალხისა და ორგანიზაციის მიერ წინასწარ იყვნენ შერჩეული. მათ 13 წუთი ჰქონდათ მსმენელისთვის საკუთარი პრაქტიკიდან მიღებული გამოცდილებისა და ცოდნის გასაზიარებლად.

Spotlight-ი პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიებაა, რომელიც Marketer.ge-ს ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანია ქართველი ბიზნესსპიკერების გამოცდილების ამაღლება და ამ გამოცდილების მსმენელისთვის გაზიარება. პროექტის ზუსტი ანალოგი არ არსებობს და ის ამ ეტაპზე მხოლოდ ქართულ ბაზარს მოიცავს.

Spotlight-ის პირველი ღონისძიება 2013 წელს ჩატარდა და მას ყოველწლიური ხასიათი აქვს.

კომენტარები