ისრაელი

ისრაელის ყოფილ პრემიერს რვათვიანი პატიმრობა მიესაჯა

harianaceh.co.id

ისრაელის ყოფილ პრემიერს ეჰუდ ოლმერტს კორუფციის ბრალდებით 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო 1993 წლიდან 2002 წლამდე, იერუსალიმის მერად ყოფნისას, ამერიკელი ბიზნესმენებისგან თანხების მიღებაში, რომელთა ნაწილს პირადი მიზნებით განკარგავდა.

დაცვის მხარე სასამართლოს ვერდიქტს გაასაჩივრებს. ოლმერტი 2009 წელს კორუფციული სკანდალის შედეგად გადადგა. მისი სახელი კიდევ რამდენიმე საქმეში ფიგურირებს. 

კომენტარები