ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

შესაძლოა, ენმ რამდენიმე წევრმა დატოვოს

გავრცელებული ინფორმაციით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ზურაბ ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე, გიორგი მელაძე და პავლე კუბლაშვილი ტოვებენ. აღნიშნულს პარტიაში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია ოთხშაბათს სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

"ყველაფერს გაიგებთ ოთხშაბათს, არის გარკვეული დისკუსია შიგნით. ყველაფერი კარგად არის. ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს ბრძოლას. ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი ალტერნატივა დღევანდელი ხელისუფლების, რომელსაც შეუძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა", - თქვა ვაშაძემ.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ პარტიას სერგო რატიანი ტოვებს, თავად რატიანმა არ დაადასტურა.

კომენტარები