სახალხო დამცველი

გომელაური: სახალხო დამცველის ინსტიტუტთან კარგი ურთიერთობა გვაქვს

ვახტანგ გომელაური
ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს ჰქონია პრობლემები სახალხო დამცველთან. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა. მინისტრი ვერ იხსენებს ფაქტს, როდესაც ომბუდსმენის აპარატმა შსს-ს რეკომენდაციები მიაწოდა და უწყებამ არ გაითვალისწინა.

„ბატონ უჩასთან და მის ინსტიტუტთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ასევე სასჯელაღსრულებასაც. გვაქვს ურთიერთობები და არანაირი პრობლემა არ ჰქონია, არანაირი ფაქტი, რომ მათ პრეტენზიები ჩვენთვის მოეწოდებინათ და ჩვენ არ შეგვესრულებინა. მე არ ვიცი, თუ მოგვაწვდის ბატონი უჩა. არცერთი დარღვევა არ დაფიქსირებულა წინასწარი დაკავების საკნებში, პერმანენტულად ხდება ამათი შემოწმება, როგორც ჩვენი სახალხო დამცველის ინსტიტუტიდან, ასევე უცხოელი დამკვირვებლები მოდიან ხოლმე“, - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის თქმით, ყველაზე ნაკლებად რეკომენდაციებს ძალოვანი უწყებები ასრულებენ.

კომენტარები