ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბოკერია: პარტიის დატოვება უპასუხისმგებლო და ინფანტილური გადაწყვეტილებაა

გიგა ბოკერია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია თვლის, რომ ზურაბ ჯაფარიძის, გოგა ხაჩიძის, გიორგი მელაძისა და პავლე კუბლაშვილის მიერ პარტიის დატოვება უპასუხისმგებლო, არასერიოზული და ინფანტილური გადაწყვეტილებაა.

"სამწუხაროდ, ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო, არასერიოზული და ინფანტილური გადაწყვეტილება. მთავარ ოპოზიციურ ძალაში ყოფნა ლიდერის პოზიციაზე ეს სერიოზული პასუხისმგებლობაა. სამწუხაროა, რომ ბატონმა ჯაფარიძემ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაუძლო, მაგრამ ამით ბევრი არაფერი არ იცვლება. ყველას ესმის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ივანიშვილის რეჟიმის ერთადერთი რეალური ალტერნატივა, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ხედვა, კონკრეტული გეგმა და უნარი, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოიყვანოს. ჩვენ სწორედ ამისთვის ვაპირებთ მუშაობას", - თქვა ბოკერიამ. მისივე თქმით, ის არ ელოდება, რომ პარტიას კიდევ ვინმე დატოვებს.

პარტიის ოთხმა წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეს დატოვა.

კომენტარები