სტიქიური უბედურება

აშშ-სა და მექსიკაში სტიქიურ უბედურებას ებრძვიან

Rodolfo Gonzalez / AP

მექსიკაში ტორნადომ სულ მცირე 13 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი. დაშავებულთა რაოდენობა 200-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სპეციალისტების თქმით, საუკუნის განმავლობაში ეს ყველაზე ძლიერი ტორნადოა, რაც მათ ქალაქში ყოფილა.

მექსიკის პარალელურად, წყალდიდობაა ტექსასსა და ოკლაჰომაში. ოფიციალური პირების თქმით, 12 ადამიანი გაუჩინარებულია, ხოლო დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. წყალდიდობამ 1000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

 

კომენტარები