კრიმინალი

ხულოში სასწრაფო დახმარების მანქანის გატაცება სცადეს

ხულო ენმ/ Khulo UNM

ხულოს სამედიცინო დახმარების ცენტრიდან დღეს სასწრაფო დახმარების მანქანის გატაცება სცადეს. ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩიძის თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანა მოქალაქემ თვითნებურად წაიყვანა, ხუთასამდე მეტრი გაიარა და კედელს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სატრანსპორტო საშუალების ქურდობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

შსს-ს ცნობით, დადგენილია პირი, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. თუმცა, "შესაძლო ფსიქიური პრობლემების გამო, ბრალს წაუყენებენ თუ არა, ექსპერტიზის პასუხიდან გამომდინარე გახდება ცნობილი".

კომენტარები