ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხაჩიძე: პარლამენტში ფრაქციას შევქმნით

გოგა ხაჩიძე
ტაბულა

პარლამენტში ფრაქციას შევქმნით - ამის შესახებ დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ განაცხადა.

ხაჩიძის თქმით ნაციონალური მოძრაობიდან წასული ოთხივე დეპუტატი შეეცდება დეპუტატებთან საერთო ენა გამონახონ.

"აუცილებლად შევქმნით ფრაქციას. ვნახოთ, ვისთან ერთად, ახლა ამას კონკრეტულად ვერ გეტყვით. რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს კონსულტაციები, ვსაუბრობთ დეპუტატთა შესაბამის ჯგუფებთან, შესაბამის დეპუტატებთან. არსებობს ძალიან სქელი წითელი ხაზები, რომლებიც ძალიან დიდი წყალგამყოფია ქვეყნის საგარეო კურსის ორიენტაციასთან დაკავშირებით. ეს ბუნებრივი პოლიტიკური პროცესია, როდესაც გაქვს ფრაქცია, უფრო მეტი შესაძლებლობაა იგივე საპარლამენტო მუშაობაშიც, ზოგადად, ტრიბუნის თვალსაზრისით. ელემანტარულია, როდესაც ხარ პოლიტიკოსი, უნდა იზრუნო, რომ გაფართოვდე და გარკვეული საშუალებები შეიქმნა" - განაცხადა ხაჩიძემ.

ფრაქციის ჩამოყალიბებაზე ისაუბრა ნაციონალური მოძრაობიდან წასულმა კიდევ ერთმა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა.

"ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკაში და პოლიტიკურ პროცესებში ხარ ჩართული, შენი მიზანია რაც შეიძლება მეტი გავლენა მოიპოვო, როგორც საპარლამენტო ცხოვრებაში, ისე პარლამენტს მიღმა. ამიტომ ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა იქნება ის, რომ ვიაროთ გაზრდის გზით და მათ შორის, ფრაქციის ჩამოყალიბების გზით. ეს არ არის უბრალო სიტყვები. ეს არის დამატებით შესაძლებლობებთან დაკავშირებული, რაც უკავშირდება სხვადასხვა პროცესებში მონაწილეობას, დებატებს, კანონპროექტების განხილვას." - განაცხადა კუბლაშვილმა.

პავლე კუბლაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. ისინი ახალი, ღია პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავენ.

ენმ-ის დატოვების მიზეზებზე მათ დღეს ისაუბრეს. პარტიის ყოფილი წევრების მოსაზრებით, ენმ-მ ვერ შეძლო სრული განახლება და მეტი გახსნილობა, რაც საზოგადოების დიდი ნაწილის დაკვეთა იყო. მისივე განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოებას შესთავაზებენ ეკონომიკური განვითარების ყველა კონკურენტზე თამამ, მაგრამ არაპოპულისტურ გეგმას.

კომენტარები