თბილისის მერია

აბესაძე: შესაძლოა, მერიაში 500-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩეს

ირაკლი აბესაძე
საკრებულო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა-თბილისი" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა და დედაქალაქის მერიაში მიმდინარე საკადრო პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მერიაში მოვალეობის შემსრულებელად დანიშნულ მოხელეებს 3-თვიანი ვადა გუშინ ამოეწურათ, რის შემდეგაც, პროცედურულად, კონკურსის ჩატარება იყო გათვალისწინებული.

"ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ დაირღვა კანონით წინასწარ დადგენილი 3-თვიანი ვადა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ხალახალი გადანიშვნები არ მოხდა, მერიაში 500-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩება", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

კომენტარები