აშშ-რუსეთის ურთიერთობა

ბაიდენმა პუტინი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვაში დაადანაშაულა

huffingtonpost.com

შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვაში დაადანაშაულა. ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისუფალი არჩევანის და მისთვის ხელსაყრელი ალიანსის არჩევის უფლება. ასევე, მისი თქმით, რუსეთი ევროპაში გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს აფინანსებს არსებული სისტემის შეცვლის მიზნით. ამავე დროს, ბაიდენის თქმით, შეერთებულ შტატებს პუტინთან თანამშრომლობა სურს, თუ ის რაციონალურად მოიქცევა. მან აღნიშნა, რომ მედვედევის პრეზიდენტობისას შეერთებული შტატები რუსეთთან წარმატებით თანამშრომლობდა, თუმცა პუტინმა ვითარება რადიკალურად შეცვალა.

"როდესაც ვლადიმირ პუტინი 2012 წელს კრემლში პრეზიდენტად დაბრუნდა, მან რუსეთი სრულიად სხვა გზაზე დააყენა. მან გააძლიერა რეპრესიები ქვეყნის შიგნით, გაგზავნა ჯარი უკრაინაში და განაგრძო რუსეთის მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოსა და მოლდოვისაც. ეს კი ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს ჰელსინკიში, პარიზსა და ბუდაპეშტში", - განაცხადა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა. 

კომენტარები