რეკლამა

საქართველოს ბანკმა Deutsche Bank–ის ოქროს ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გადარიცხვების საუკეთესო ხარისხისთვის Deutsche Bank-ის ოქროს ჯილდო - Gold STP award for USD payments 2014 მიიღო.

STP ნიშნავს საერთაშორისო გადარიცხვებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და კორექტულად შევსებას, ისე, რომ არ ხდება მათი ხელით დამუშავება.

"ხსენებული ჯილდოს მიღება, საქართველოს ბანკის მომსახურების მაღალ ხარისხს აღიარებს და მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მომსახურებაზე მიუთითებს", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

კომენტარები