მთავრობის სხდომა

პრემიერი: ველოდებით, რომ კარგი ტურისტული სეზონი გვექნება

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი იმედოვნებს, რომ ზაფხულში ტურისტების ნაკადი მოიმატებს და კარგი სეზონი იქნება. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება ექსპორტის კუთხითაც. 

"პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება ექსპორტის დინამიკაში, მაღალი ზრდის ტემპები შენარჩუნებულია სოფლის მეურნეობაში, გაზრდილია სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი, რაც ტურისტების მზარდი რაოდენობის შედეგია. ველოდებით, რომ კარგი ტურისტული სეზონი გვექნება", - განაცხადა ღარიბაშვილმა და ეკონომიკურ გუნდს მოუწოდა, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას.

"რომ ეს განცდა, რომელიც რეალურად არის ქვეყანაში, ყველასთვის თვალსაჩინო გახდეს, განსაკუთრებით ბიზნესმენებისთვის და მთელი მოსახლოებისთვის", - თქვა პრემიერმა. 

კომენტარები