პოლიციელის დღე

პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, 29-31 მაისს, ქუთაისში მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, 29-31 მაისს, ქუთაისში მოძრაობა შეიზღუდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, 08:00 საათიდან ქ.ქუთაისის ცენტრალური მოედანი დაიკეტება. ავტომანქანების მოძრაობა შენარჩუნდება რუსთაველის გამზირზე, წერეთლის, თამარ-მეფის, გოგებაშვილის, მარი ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩებზე.

31 მაისს კი, 08:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება: ტაბიძის, რუსთაველის, მარი-ბროსეს, ფალიაშვილის და თბილისის ქუჩებზეც. 31 მაისს ავტომანქანებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება: საფიჩხიის მიმართულებით - ვაჟა-ფშაველას, დავითი და კონსტანტინეს, ვარლამიშვილის ქუჩების გავლით. ხოლო საფიჩხიიდან ავტომანქანები იმოძრავებენ თამარ მეფისა და პუშკინის ქუჩების გავლით წერეთლის ქუჩის მიმართულებით. ავტომანქანების მოძრაობა ტელმანის მოედნიდან ფალიაშვილის ქუჩის მიმართულებით ნებადართული იქნება.

მოძრაობა 31 მაისს ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.

კომენტარები