რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

აბაშიძე: რუსული კომპანიების პორტებით დაინტერესება საინტერესო პერსპექტივაა

ზურაბ აბაშიძე

რამდენიმე რუსული კომპანია დაინტერესებულია, უფრო მეტად გამოიყენოს საქართველო სატრანზიტოდ, - ამის შესახებ პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

"ამაში ახალი არაფერი არ არის, ეს მუშაობა მიდის, ტრანზიტით ხდება ტვირთის გადაზიდვა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კიდევ მეტი დაინტერესებაა რუსული მხრიდან, ეს სატრანზიტო მიმართულება უფრო მეტად იყოს მათი მხრიდან გამოყენებული და ეს დაკავშირებულია ჩვენს საზღვაო პორტებთან. ეს საინტერესო თემა და პერსპექტივაა", - განაცხადა აბაშიძემ.

აბაშიძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან არის წინადადებები, რომ ჩვენი ტრანზიტი გამოიყენონ თავიანთი პროდუქციის ექსპორტისთვის, მათ შორის საუბარია ნავთობპროდუქტებზეც. ტვირთების გადაზიდვა მოხდება პორტებში, ფოთსა და ბათუმში.

აბაშიძე თქმით, პროექტის განსახორციელებისთვის მზად არის როგორც საქართველოს რკინიგზა, ისე ქართული პორტები.

კომენტარები