საუდის არაბეთის შიიტურ მეჩეთში მომხდარ ტერაქტს 3 ადამიანი ემსხვერპლა

dailytimes.com.pk

საუდის არაბეთის შიიტურ მეჩეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს 3 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ოფიციალური პირების თქმით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალის ფორმაში იყო გამოწყობილი. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთის ერთ-ერთ შიიტურ მეჩეთში ექსტრემისტებმა კიდევ ერთი ტერაქტი მოაწყვეს. აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაშიც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს დაეკისრა.

აღსანიშნავია, რომ ისლამური სახელმწიფოს ტერაქტები საუდის არაბეთში ძალიან იშვიათია. აქვე შეგახსენებთ, რომ შიიტი მუსლიმანები საუდის არაბეთის რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ, ქვეყანის მოსახლეობის 85-90% სუნიტი მუსლიმანია.

კომენტარები