ბიზნესგარემო

სავალუტო კრიზისის გამო ახალი ბიზნესების რეგისტრაციის რაოდენობა 13%-ით შემცირდა

artfire.com

საქსტატის მონაცემებით აპრილში საქართველოში სულ 3.400 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 12.9%-ით ნაკლებია. ახალი ბიზნესების წამოწყების რაოდენობის შემცირება ქვეყანაში გაუარესებულ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესაქტივობის კლებაზე მიანიშნებს. სავალუტო კრიზისის პირობებში მეწარმეები ახალი ინვესტიციების განხორციელებას ზოგჯერ ერიდებიან, რადგანაც ქვეყანაში არსებული გაურკვევლობის ვითარება მათზე უარყოფით გავლენას ახდენს.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2014 წლის აპრილთან შედარებით დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვის ზრდის ტემპმა 4.9% შეადგინა, ამ საწარმოთა ბრუნვა კი 3.8 მილიარდი ლარი იყო. 

ახალი საწარმოების რეგისტრირების სიმარტივის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს პირველ ათეულშია. საქართველოში ტიპური ბიზნესის რეგისტრირება ორ დღეში, სულ ორი პროცედურის გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. 

კომენტარები