FIFA

FIFA-ს პრეზიდენტი კვლავ ბლატერი გახდა

FIFA-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბრაზილიაში
ალექსეი ნიკოლსკი / REUTERS

FIFA-ს პრეზიდენტი კვლავ ზეფ ბლატერი გახდა. მისმა მეტოქემ, იორდანიის პრინცმა ალი ბინ ალ ჰუსეინმა, კენჭისყრის პირველი ტურის შემდეგ თავისი კანდიდატურა მოხსნა.

ზეფ ბლატერმა თავის გამოსვლაში პრინც ალის მადლობა გადაუხადა.

კენჭისყრის შედეგად ორგანიზაციის მოქმედმა პრეზიდენტმა 133 ხმა მიღო, მისმა მეტოქემ, იორდანიის პრინცმა ალი ბინ ალ ჰუსეინმა - 73. რადგან ვერცერთმა კანდიდატმა ხმების ორი მესამედი ვერ მიიღო, არჩვენების მეორე ტური დაინიშნა. რომელიც, ალი ბინ ალ ჰუსეინის გადაწყვეტუილების შედეგად, აღარ შედგა.

FIFA-ს პრეზიდენტის არჩევნები, 209 დელეგატის მონაწილეობთ, კორუფციული სკანდალის ფონზე გაიმართა. ბლატერმა თავისი კანდიდატურას ამ არჩევნებზე უკვე მეხუთედ წარადგენა იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის მოთხოვნით, შვეიცარიელმა სამართალდამცველებმა ორგანიზაციის შვიდი მაღალჩინოსანი დააკავეს. შეერთებული შტატების პროკურატურამ გამოძალვის, მექრთამეობის და თანხების ლეგალიზაციის ბრალდება FIFA-ს  14 მაღალჩინოსანს წაუყენა. პარალელურად, შვეიცარია რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლების მინიჭებისას შესაძლო კორუფციულ გარიგებას იძიებს. FIFA-ს  სკანდალმა რუსეთის პრეზიდენტი აღაშფოთა, რომელმაც შეერთებული შტატები FIFA-ს  საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

ბლატერი კორუფციასთან რაიმე კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ FIFA-ში წესრიგის დამყარებას თავად აპირებს.

კომენტარები