მიწისძვრა იაპონიაში

იაპონიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ერთი წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ეპიცენტრი ტოკიოდან 874 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

იაპონიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 2011 წლის 11 მარტს მოხდა. მაშინ მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 9.0 მაგნიტუდას მიაღწია. მიწისძვრას ცუნამიც მოჰყვა. სტიქიის შედეგად მაშინ 15 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები