არნემის ვიტესი ევროპა ლიგაზე

კაშიამ ჰერენვენს გაუტანა, ვიტესმა კი ევროპა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპვა

www.facebook.com/VitesseArnhem

არნემის ვიტესმა ჰერენვენი საკუთარ მოედანზე 5-2 დაამარცხა და ევროპა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ვიტესი, ჰერენვენი, ფეიენორდი და ზვოლე პლეი-ოფში მონაწილეობდნენ, რომლის გამარჯვებულსაც ევროპა ლიგაზე ასპარეზობის უფლება ერგებოდა. თავდაპირველად ყაზაიშვილისა და კაშიას გუნდმა ზვოლე ორმატჩიან დაპირისპირებაში დაამარცხა და ფინალურ მატჩში ფეიენორდის მძლეველ ჰერენვენს შეხვდა. 

პირველ მატჩში, ვიტესმა ჰერენვენთან ფრედ - 2:2 ითამაშა - პირველი გოლი კი, ქართველმა ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. 

არც დღევანდელ შეხვედრას ჩაუვლია ქართველი ფეხბურთელის გოლის გარეშე, ოღონდ ამჯერად თავი გუნდის კაპიტანმა - გურამ კაშიამ გამოიჩინა.

წლევანდელ სეზონში ვიტესი არასტაბილურად ასპარეზობდა, საბოლოოდ კი მე-7 ადგილზე გავიდა. შესაბამისად, ევროპა ლიგის საგზურის მოპოვება გუნდისთვის დიდი წარმატებაა.

კომენტარები