საქართველო-ესტონეთი

2-3 ივნისს საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი ეწვევა

Slate

2-3 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი ეწვევა. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ განაცხადა, ესტონეთის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. 

"ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, ვინაიდან ჩვენი ურთიერთობები ესტონეთთან არის იდეალური. ესტონეთი არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს ევროატლანტიკური მისწრაფებები თუ სხვა ეკონომიკური საკითხები, ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი", - განაცხადა კერესელიძემ. 

კომენტარები