რუსეთის საპასუხო სანქციები

ლავროვი: რუსეთში შესვლა უკრაინის მხარდამჭერ პოლიტიკოსებს აეკრძალათ

0 კომენტარი
სერგეი ლავროვი ფოტო: http://www.dailystar.com.lb/

"რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნების იმ მოქალაქეთა წინააღმდეგ შემოიღო სანქციები, რომლებმაც უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას დაუჭირეს მხარი", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვის თქმით, რუსეთმა ბრიუსელს შავი სია კონფიდენციალურად გადაუგზავნა, ის კი პრესაში მოხვდა, რაც ეთიკური ნორმების დარღვევაა.

რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ ე.წ. შავი სია შესაძლოა, გაფართოვდეს. მოსკოვში ადასტურებენ, რომ ასეთივე სია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის არსებობს.

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურმა გუშინ განაცხადა, რომ რუსული სანქციები ევროკავშირის მოქალაქეთა წინააღმდეგ დაუსაბუთებელია და მოსკოვმა მათი შემოღების მიზეზების ახსნაზე უარი თქვა.

სულ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა 89 ადამიანს ეკრძალება. სიაში შევიდნენ ევროპარლამენტის წევრები, რომლებიც რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას აკრიტიკებდნენ. ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის, ბრიტანეთის ყოფილი ვიცეპრემიერი ნიკ კლეგი და ჩეხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები