თურქეთის არჩევნები

ერდოღანი მზადაა გადადგეს, თუ „ოქროს უნიტაზს“ უპოვიან

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ მის რეზიდენციაში ვინმე ოქროს უნიტაზს აღმოაჩენს, იგი მზადაა, თანამდებობა დატოვოს. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერის განცხადებას, რომელმაც ერდოღანი ბიუჯეტის თანხების ფუფუნების საგნების, მათ შორის, ძვირფასი მანქანების და ოქროს უნიტაზების შესაძენად გაფლანგვაში დაადანაშაულა.

საპარლამენტო არჩევნები თურქეთში ამ კვირის ბოლოს გაიმართება. გუშინ სტამბოლის ცენტრში ტაქსიმის მოვლენების 2 წლისთავთან დაკავშირებით რამდენიმე ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა. 

2013 წლის მაისის ბოლოს სტამბოლის ცენტრში პარკის გაუქმების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მასობრივ ანტისამთავრობო დემონსტრაციებსა და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა. 

კომენტარები