ფიროსმანი

კულტურის მინისტრის მრჩეველი: ფიროსმანის ნახატი ივანიშვილმა იყიდა

არსენალის მთა ღამით, ნიკო ფიროსმანი.

კულტურის მინისტრის მრჩევლის ქეთევან დუმბაძის ინფორმაციით, ნიკო ფიროსმანის ნახატი - "არსენალის მთა ღამით" - საქართველოს ყოფილმა პრემეირმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იყიდა.

"დღეს ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანი იყიდა. არსენალის მთა მალე თბილისში იქნება", - წერს მინისტრის მრჩეველი Facebook-ში.

ქეთევან დუმბაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოგვიანებით საზოგადოება 20/30-მაც დაადასტურა. 

„საქართველოს უბრუნდება ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით”, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აუქციონზე მილიონნახევარ დოლარად შეიძინა", - ნათქვამია 2030-ის facebook-ის გვერდზე.

ნიკო ფიროსმანის ნახატი კრისტის აუქციონზე დღეს, 1 ივნისს, 1,486,100 დოლარად გაიყიდა. ნამუშევარი 1907-1908 წლებშია შექმნილი. 

კომენტარები