SABER STRIKE 2015

პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში Saber Strike 2015 დაიწყო

პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში NATO-ს ყველაზე მაშტაბური სამხედრო მანევრები - Saber Strike 2015 დაიწყო. წვრთნებში ალიანსის წევრი 13 ქვეყნის 6 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

მანევრების მიზანი საბრძოლო მოქმედებების ერთობლივად დაგეგმვისა და წარმოების დამუშავებაა. წვრთნები სახმელეთო და საჰაერო ძალების მონაწილეობით პოლონეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ტერიტორიაზე 26 ივნისამდე გაგრძელდება.

კომენტარები