ოპერაციული სისტემა

WINDOWS 10 29 ივლისს გამოვა, ის ლიცენზირებული კლიენტებისთვის უფასო იქნება

cnet.com

დღეს Microsoft-მა ოპერაციული სისტემის Windows 10-ის ბაზარზე გამოსვლის თარიღი დაანონსაWindows 10-ის შეძენა მომხმარებლებს 29 ივლისიდან შეეძლება, ამასთანავე პროგრამის უფასო განახლებას მიიღებს ყველა, ვინც Windows-ის ლიცენზირებულ წინა ვერსიებს 7-ს 8-სა და 8.1-ს ფლობს. პროგრამის უფასო განახლებას Windows Phone-ის ლიცენზირებული მფლობელებიც მიიღებენ.

Windows 10 მისი წინამორბედის მსგავსად მულტიპლატფორმული იქნება. Windows 10 სმარტფონებზე, პლანშეტებზე, ლეპტოპებზე, დესკტოპ კომპიუტერებსა და Xbox კონსოლებზე იმუშავებს.

ახალ ოპერაციულ სისიტემაში Microsoft-ი სტარტ მენიუს დაბრუნებას აპირებს. Windows 10 ერთდროულად გააერთიანებს როგორც Windows 8-ის ინოვაციურ სტილს, ასევე წინა ოპერაციული სისტემებიდან აღებულ Windows-ის ნაცნობ ატრიბუტებს. Microsoft-ის ცნობით, ოპერაციული სისტემა მის წინამორბედთან, Windows 8-სთან შედარებით მომხმარებელზე უფრო იქნება მორგებული და მათ მრავალი ცვლილებისა თუ მოდიფიკაციის საშუალებას მისცემს.

დღეისათვის Windows 7 ბაზარზე არსებულ სხვა ოპერაციულ სისტემებთან შედარებით მეტი პოპულარობით სარგებლობს. ოპერაციული სისტემების სტატისტიკის ინფორმაციით, დღეისთვის კომპიუტერების 57% Windows 7-ზე მუშაობენ. Windows 8-სა და 8.1-ს მომხამრებლების 15% იყენებს. მომხმარებლების 15% კვლავ 14 წლის წინანდელ ოპერაციულ სისტემა XP-ზე მუშაობს. 

Windows 10 Microsoft-ისთვის პირველი ოპერაციული სისტემა იქნება, რომელსაც კომპანია ახალი ხელმძღვანელის სტაია ნადელას მმართველობის პერიოდში გამოუშვებს.

კომენტარები