ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ლ.შ-მ, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, შეიძინა და შეინახა 4 800 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები, რომელიც მოტყუებით გაასაღა საქართველოს მოქალაქეზე. 

ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

კომენტარები