მეწყერი

შსს: შატილიდან 25 კმ-ში მეწყერი ჩამოწვა და ერთი პირი მოიყოლა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შატილიდან 25 კმ-ში, დაუსახლებელ პუნქტში მეწყერი ჩამოწვა. შსს-ს პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლები დაუყოვნებლივ ჩავიდნენ იმ ადგილზე, სადაც ვერტმფრენის დაშვება იყო შესაძლებელი. 

"აღნიშნული წერტილიდან კი 15 კმ მანძილი ფეხით გაიარეს, თუმცა სამაშველო ოპერაციის დაწყებისთვის საჭირო ტექნიკის მიყვანა, რთული რელიეფის გამო, შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთი პირი, სავარაუდოდ მწყემსი, არის დაკარგული", - აღნიშნავს ნინო გიორგობიანი.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით კი, თოვლის მასის ქვეშ მეცხვარე გიორგი შეთეკაური, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელია მოყოლილი. 

კომენტარები