მეწყერი შატილში

პირიქითა ხევსურეთში მეწყერი ჩამოწვა, დაკარგულია ერთი ადამიანი

გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პირიქითა ხევსურეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ერთი ადამიანია დაკარგული. უწყება აცხადებს, რომ ამ დროისთვის კლიმატური პირობების გამო შეუძლებელი ხდება ადგილზე გეოლოგების ჯგუფის გამგზავრება.

"პირიქითა ხევსურეთში, შატილის თემის სოფელ ხონისჭალაში, მდინარე ანდაკის ხეობაში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების გააქტიურებას. არსებული ინფორმაციით, 1 ადამიანი არის დაკარგული. ამ ეტაპზე შეუძლებელი ხდება ადგილზე გეოლოგების ჯგუფის გამგზავრება.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე გაემგზავრება შატილში. ქართველი და ჩეხი გეოლოგების მიერ მოხდება ადგილზე სიტუაციის შეფასება, რისკების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები