ფალსიფიკაცია

სამართალდამცველებმა სამცხე-ჯავახეთში 3200 კგ ფალსიფიცირებული მარილი ამოიღეს

შსს

სამართალდამცველებმა სამცხე-ჯავახეთში ფალსიფიკაციის ფაქტზე 1957 წელს დაბადებული მარტინ ბ. ამხილეს. შსს-ს ცნობით, მისი სახლიდან 3200 კგ კუსტარულად დამზადებული მარილი ამოიღეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მარტინ ბ. საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ საამქროში ორი წლის განმავლობაში კუსტარულად ამზადებდა ჯანმრთელობისთვის საშიშ, ფალსიფიცირებულ ორგანულ მარილს, რომლის რეალიზაციასაც ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში ახდენდა. სამართალდამცველებმა მარტინ ბ-ს საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული, 3200 კგ დაფასოებული მარილი ამოიღეს", - იუწყება შსს.

გამოძიება ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 197 მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები