ჩეჩნეთი

ჩეჩნეთში უფლებადამცველი ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს

imgkid.com

ჩეჩნეთის დედაქალაქში უცნობმა პირებმა უფლებადამცველი ორგანიზაციის, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ოფისი დაარბიეს და ორგანიზაციის კუთვნილი ტრანსპორტი დააზიანეს. უფლებადამცველთა ცნობით, პოლიციას დარბევისთვის ხელი არ შეუშლია.

ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადებით, შესაძლოა თავდასხმაში სტავროპოლის პოლიციის მიერ გროზნოში მოკლული ჩეჩენის ახლობლები მონაწილეობდნენ, რომლებიც უფლებადამცველებისგან მკვლელობაზე რეაგირებას მოითხოვდნენ. თავად უფლებადამცველები კი თავდასხმის ორგანიზებაში ჩეჩნეთის ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

კომენტარები