კრიმინალი

შსს: თემქის დასახლებაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

თემქის დასახლებაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ივანე გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1951 წელს დაბადებულ ზოზანა ა-ს, თემქის დასახლებაში, მისივე საცხოვრებელ ბინაში, შურისძიების მიზნით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებული ივანე გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები