საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

პოროშენკო: პოლიციის ხელმძღვანელად ვხედავ ისეთ ადამიანს, როგორიცაა ეკა ზღულაძე

dailystormer.com

უკრაინის პრეზიდენტმა რადას წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის ხილვა სურს. პეტრო პოროშენკოს თქმით, ზღულაძე კიევის საპატრულო პოლიციის შექმნას ხელმძღვანელობს, რომელმაც რამდენიმე კვირაში გზებზე მექრთამეობას ბოლო უნდა მოუღოს.

„დაწყებულია კანონების მიღება, რომლებიც შსს-ს რეფორმას მოაწესრიგებს, ისინი ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიკურისგან განცალკევებას ითვალისწინებს, იქმნება მუნიციპალური დაცვა და ახალი პოლიცია. მომავალ ხელმძღვანელად ვხედავ ისეთ ადამიანს, როგორიცაა ეკა ზღულაძე - სუფთას, რომელსაც არ გააჩნია კორუფციული კავშირები და განწყობილია რეფორმებისთვის. მაგრამ ეს პარლამენტისა და მთავრობის საქმეა“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

კომენტარები