FIFA-ს საქმე

FIFA-ს ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჩვენების მისაცემად მზად არის

Prodavinci.com

ფიფას ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, კორუფციის საქმეზე ბრალდებულმა ჯეკ უორნერმა განაცხადა, რომ ორგანიზაციაში არსებული კორუფციის შესახებ ყველაფერს მოჰყვება. მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლო თავდასხმის ეშინია. იგი ტრინიდადისა და ტობაგოს სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.

მანამდე ფიფას კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა, ჩაკ ბლეიზენმა, გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა. მისი თქმით, 1998 და 2010 წლებში მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების შერჩევისას მან და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებმა ქრთამები აიღეს.

ამერიკული მედიის ცნობით, შეერთებულ შტატებში საგამოძიებო ორგანოები ფიფას ყოფილი პრეზიდენტის, ზეფ ბლატერის საქმიანობას სწავლობენ. სხვა ფაქტებთან ერთად, FBI 2018 და 2022 წლებში ჩემპიონატების ჩატარების უფლების რუსეთისთვის და ყატარისთვის მინიჭებითაც დაინტერესდა. სულ ფიფას საქმეზე ამ მომენტისთვის 14 ადამიანია ბრალდებული. ფიფას პრეზიდენტი ბლატერი კორუფციული სკანდალის გამო, ხელახალი არჩევიდან ორ დღეში გადადგა. 

კომენტარები