პროტესტი გერმანიაში

მიუნხენში G7-ს სამიტის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა

AFP

დიდი შვიდეულის სამიტი მიუნხენში 30 ათასზე მეტმა დემონსტრანტმა გააპროტესტა. აქციაში გარემოს დამცველი ორგანიზაციები და ანტიგლობალისტები მონაწილეობდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე უარის თქმაა.

აღნიშნული ინიციატივა ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალ ვაჭრობას ითვალისწინებს, რაც, აქტივისტების აზრით, გერმანიის და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ეკონომიკას დააზარალებს.

კომენტარები