მალალა იუსაფზაი

პაკისტანში მალალაზე თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 8 პირი გაათავისუფლეს

Getty Images

პაკისტანის სასამართლომ პაკისტანელ უფლებადამცველ მალალა იუსაფზაიზე 2012 წელს თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 10 მამაკაციდან 8 გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პაკისტანის პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის უფროსის თქმით, ეჭვმიტანილები იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მათ წინააღმდეგ საკმარისი სამხილები არ არსებობს. ადამიანის უფლებადამცველთა თქმით, ეს გადაწყვეტილება პაკისტანის სასამართლო სისტემის მიმართ არსებულ ეჭვებს უფრო გაამყარებს.

შეგახსენებთ, რომ უფლებადამცველობითი საქმიანობის გამო მალალა იუსაფზაის 2012 წელს თავს დაესხნენ და თავის არეში მძიმედ დაჭრეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. 

კომენტარები