მსოფლიოს მშიერი ქვეყნები

გაერო: საქართველოში მოსახლეობის 7.4% მშიერია

UN

მშიერი ქვეყნების შესახებ გაეროს ყოველწლიური ანგარიშით, საქართველოში მოსახლეობის 7.4%(0.3 მლნ ადამიანი) მშიერია. 1990-92 წლებში შიმშილის მაჩვენებელი 56.5 %-ს (3 მლნ ადამიანი) შეადგენდა, 2003-2005 წლებში 7.7% გახდა, 2005-2007 წლებში - 6%, 2010-2012 წლებში კი - 10.1%.

გაეროს წლევანდელი ანგარიშით, მსოფლიოში 795 მილიონ ადამიანს აქვს არასაკმარისი საკვები - 1990-1992 წლებიდან დღემდე მშიერი ადამიანების ოდენობა 18.6%-დან 10.9%-მდე შემცირდა. განვითარებად ქვეყნებში გაუმჯობესება უფრო თვალშისაცემია - 1990-92 წლებიდან დღემდე მაჩვენებელი 23.3%-დან 12.9%-მდე დაეცა.

მიუხედავად იმისა, რომ 1990-92 წლებთან შედარებით, დღეს მსოფლიოს მოსახლეობა უკეთესად იკვებება, რეგიონები, სადაც ცვალებადი ამინდები, ბუნებრივი კატასტროფები და პოლიტიკური არასტაბილურობაა, შიმშილის მაჩვენებლით სხვა ქვეყნებს ჩამორჩებიან. დღეს აფრიკის 24 ქვეყანა საკვების კრიზისს კვლავ განიცდის, 2-ჯერ მეტად, ვიდრე 1990-92 წლებში. საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში კი, ყოველი მეოთხე ადამიანი მშიერია.

სამხრეთ აზია კი რჩება რეგიონად, სადაც ყველაზე მშიერი ხალხი ცხოვრობს. აქ 281 მილიონი ადამიანი შიმშილით იტანჯება.

კომენტარები