საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

ჭიაბერაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უკვე 40 მლნ ლარით გაირღვა

facebook.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 6 თვის დასახარჯი 5 თვეში დახარჯა. შესაბამისად, მისი თქმით, პროგრამას ივნისის ბოლო 40 მლნ გადახარჯვა ექნება.

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 30 ივნისამდე 236 მლნ ლარი უნდა დახარჯულიყო. დღევანდელი, 6 ივნისის მდგომარეობით 233 მლნ უკვე დახარჯულია. ანუ ჯანდაცვის სამინისტრომ 6 თვის დასახარჯი 5 თვეში გახარჯა.

გაგახსენებთ: დავით სერგეენკომ ამ პროგრამის ბიუჯეტი ისე დაგეგმა, რომ თვეში 40 მლნ ლარზე მეტი არ უნდა დახარჯულიყო. სინამდვილეში 46 მლნ ლარი იხარჯება. ეს კი ნიშნავს, რომ ივნისის ბოლოს პროგრამას დაახლოებით 40 მლნ-იანი გადახარჯვა ექნება, წლის ბოლოს კი საყოველთაო ჯანდაცვის პრგრამას მინიმუმ 80 მლნ ლარი უნდა დაამატონ სხვა წყაროებიდან.

სხვა წყაროები რამდენად არსებობს, ამის განსჯა თქვენთვის მომინდია", - თქვა ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები