იემენის კრიზისი

ჟენევაში იემენის კონფლიქტთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები იგეგმება

იემენის კონფლიქტთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები ჟენევაში 14 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ოფისი ავრცელებს.

გაეროს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იემენის გადაყენებული მმართველი, პრეზიდენტი აბდ რაბუ მანსურ ჰადი ჟნევაში დელეგაციას გაგზავნის. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებში მონაწილეობას ჰადის პოლიტიკური მეტოქეები, ჰუსიტებიც მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მეამბოხე ჰუსიტებმა ქვეყნის დიდი ნაწილი დაიპყრეს და პრეზიდენტმა იემენი დატოვა, საერთაშორისო კოალიცია, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით, იემენის ტერიტორიაზე ავიაიერიშებს ახორციელებს.

კომენტარები